"სად მივდივართ? - ევროპაში" - რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს ესტონელმა, ლიეტუველმა და ისლანდიელმა მინისტრებმა სცენიდან მიმართეს

ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენენ და დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე.


მათ ადგილზე შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის. გამომსვლელმა აქციის მონაწილეებს მიმართეს: „თქვენ მარტო არ ხართ.“


"მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი..." - განაცხადა ლანდსბერგისმა და ქართულ ენაზე კითხვით მიმართა შეკრებილებს: "სად მივდივართ?" - კითხვით მიმართა მან შეკრებილებს, რაზეც უპასუხეს: "ევროპაში".

მინისტრების გამოსვლის ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აჟღერდა.